суббота, 7 марта 2015 г.

მეცხრე დღე

დღევანდელ მეცადინეობაზე წარმოვადგინე ჩემი პროექტის გეგმა,რომელიც შევქმენი ტრენინგის ფარგლებში.პროექტი შემიფასეს კოლეგებმა,გავითვალისწინე შენიშვნები და ამის მიხედვით შევიტანე  მასში ცვლილებები.განვაახლე ინფორმაცია გუგლი დისკზე და ბლოგში.შევაფასე კოლეგების ნამუშევარი პროექტები და შეძლებისდაგვარად გავუწიე რეკომენდაცია.
საერთო ჯამში ტრენინგი სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის,ბევრი რამ შევისწავლე  საერთოდ კომპიუტერთან მუშაობას რაც შეეხება.

воскресенье, 1 марта 2015 г.

მერვე დღე


ინტერნეტში გამოვაქვეყნეთ ჩვენი პორტფოლიო,ვიმუშავეთ მის დახვეწაზე.ასევე ვიმუშავეთ ინტერნეტ-გაზეთის შექმნაზე,,ვისწავლეთ სურათების გადმოტანა ინტერნეტიდან.

воскресенье, 22 февраля 2015 г.

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე ეხებოდა ვიდეო ფაილებზე მუშაობას,სასწავლო შეფასებები განვიხილეთ,დავხვეწეთ სასწავლო პროცედურები.დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირტული იყო.

суббота, 21 февраля 2015 г.

მეხუთე დღე





დღეს გავეცანი შეფასების სტრატეგიებს,ვისწავლე სლაიდების შექმნა,ჩემს საპრეზენტაციო თემაზე შევქმენი სლაიდები.ვსწავლობ ელექტრონულ ფოსტაში შესვლას დამოუკიდებლად.საინტერესოა კომპიუტერთან მუშაობა,ამისათვის დიდი მადლობა ტრენერს.

воскресенье, 15 февраля 2015 г.

მეოთხე დღე

ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე.შევიმუშავეთ საკვანძო კითხვები საპროექტო თემასთან დაკავშირებით.გავეცანით შეფასების სხვადასხვა ფორმებს,დავხვეწეთ სტანდარტები,მადლობა ტრენერს.ნელ-ნელა  მიიღწევა წინსვლა.

суббота, 14 февраля 2015 г.

მესამე დღე

დღეს ჩვენ შევისწავლეთ სასწავლო გეგმის მოძიება,გადმოწერა,დაკოპირება,ვსწავლობ კომპიუტერთან მუშაობას,კმაყოფილი ვარ მიღებული ცოდნით მაგრამ ჯერჯერობით მიჭირს ათვისება.

воскресенье, 8 февраля 2015 г.